დასავლეთის შიში უსაფუძლოა, პუტინს რომ მეტი შეეძლოს, ის ამას უკვე გააკეთებდა - ვოლკერი

დასავლეთის ქვეყნების შიში, არ გადაკვეთონ წითელი ხაზები, უსაფუძვლოა, რადგან პუტინი უკრაინის განადგურების გეგმაში უკან არაფერზე დაიხევდა. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ს სპეცწარმომადგენელი საუბრობს.
კურტ ვოლკერის თქმით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები გარკვეულ შეიარაღებას არ აძლევენ, რადგან ფიქრობენ, რომ ე.წ. წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთონ და პუტინი არ გააღიზიანონ.
ეს აბსოლუტურად არასწორია. არაფერი მესმის. პუტინს რომ მეტი შეეძლოს, ის ამას უკვე გააკეთებდა, - თქვა ვოლკერმა.
მისი თქმით, პუტინი დასავლეთისგან რაიმე ქმედებებს არ ელოდება, ის უკრაინის განადგურებას ცდილობს და ამიტომ ის ნებისმიერ ფასად უნდა გააჩერონ.