ძლიერი აფეთქება კრასნოდარში - გამთენიისას ქალაქს უპილოტოებით შეუტიეს
გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ქალაქ კრასნოდარს შეუტიეს. ინფორმაციას რუსული მედია და ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.
მათი ცნობით, ქალაქზე იერიში ორმი რონით მიიტანეს, ერთის ჩამოგდება მოხერხდა, ხოლო მეორემ მიზანს მიაღწია, რასაც მძალვრი აფეთქება მოჰყვა. დაზიანდა ციფრული კავშირების და ეკოსისტემის ობიექტი. ასევე, აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრბელი კორპუსი, რომელსაც ფანჯრები ჩამესხვრა. დაშავებულები არ არიან.