ბელგოროდში გაზპრომის შენობა დაბომბეს

26.05.23 10:12
ბელგოროდში გაზპრომის შენობა დაბომბეს

რუსეთის ქალაქს ბელგოროდში უპილოტო საფრენი აპარატით გაზპრომის შენობა დაბომბეს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

ბელგოროდის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებაში უპილოტო საფრენით აპარატით ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩააგდეს. დაშავებულები არ არიან. იერიშის შედეგად დაზიანებული ადმინისტრაციული სენობა: ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ფასადი და სახურავი. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ, - წერს გლადკოვი. 

„ბაზას“ ცნობით, შეტევა 25 მაისს დაახლოებით 23:00 საათზე გახორციელდა.