1 დაღუპული და 15 დაშავებული - დნეპრში ოკუპანტებმა საავადმყოფო დაბომბეს

ოკუანტებმა დნეპრში საავადმყოფო დაბომბეს. დაღუპულია 1 ადამიანი, კიდევ 15 დაშავდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი იტყობინება, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. მისივე თქმით, დაზიანებულია ასევე საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც.
დაშავებული ბავშვები 3 და 6 წლიები არიაბ. ორივე ჰოსპიტალიზირებულია. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - აღნიშნა სერგეი ლისაკი.