"სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია"- ფაშინიანის წერილი ზურაბიშვილს და ღარიბაშვილს

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წერილები, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.
ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტს კარგი მეზობლური ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენს. მინისტრი იმედოვნებს, რომ მათი საერთო ძალისხმევით, ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის გააძლიერებს საერთო ინტერესების ყველა სფეროს ქვეყნებსა და ხალხს შორის.
"თქვენო აღმატებულებავ,
გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
საუკუნეზე დიდი ხნის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ, რათა აეშენებინა სახელმწიფო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით და დღესაც ასე თავდაჯერებულად აგრძელებს ამ გზას.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსთან ორმხრივი და კარგი მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვიმედოვნებ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის გააძლიერებს საერთო ინტერესების ყველა სფეროს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის.
ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ აქტივობას, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და პროგრესს" - წერს სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანი პრემიერ მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ აფასებს საქართველოს მიღწევს და რომ სომხეთი საქართველოს სანდო მეგობარია და ეს მუდამ ასე დარჩება.
"გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის მარტივი არ იყო, თუმცა სომეხმა და საქართველოს ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის დახმარებით, დაამტკიცეს თავისი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღესაც თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, რომ გააგრძელონ ახლო თანამშრომლობა სახელმწიფოს მშენებლობაში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის სურვილი გააღრმაონ პარტნიორობა გაგრძელდება და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობის გაძლიერებას.
ძალიან ვაფასებთ მეგობარი საქართველოს მიღწევებს, გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება.
ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ აქტივობას, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და პროგრესს" - წერს ფაშინიანი.