ავსტრია ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება

19.05.21 18:19
 ავსტრია ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ავსტრიაში შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება,  კაზინო ,,ვენასთან" რიგები  გაჩნდა, ავსტრიის დედაქალაქში ცხოვრების ძველი სტილი დაბრუნდა, რესტორნები და ბარები სტუმრებს დილის 5 საათიდან  მასპინძლობენ- აღნიშნავს გამოცემა HEUTE.AT.

გამოცემის ინფორმაციით, დილის 9 საათიდან ვენის ცენტრში მდებარე კაზინოსთან რიგები გაჩნდა, რადგან აზარტული თამაშებზე აკრძალვა მოიხსნა.

შეზღუდვის პერიოდში ავსტრიის პოლიციამ საიდუმლო, არალიცენზირებული კაზინოები დახურა, რომლებიც სარდაფებსა და კერძო პირთა საცხოვრებლებში იყო მოწყობილი.