სარაკეტო იერიში საავადმყოფოზე - 27 მაისი მაისი დნეპრში გლოვის დღედ გამოცხადდა

27 მაისი დნეპრში გლოვის დღედ გამოაცხადეს. საქმე ეხება 26 მაისს ოკუპანტების მიერ სამედიცინო დაწესებულების დაბომბვას. ინფორმაციას დნეპრის მერი ავრცელებს.
რუსების მიერი საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშის დროს დაღუპულების გამო ხვალინდელი დღე დნეპრში გლოვის დღედ გამოცხადდა, - წერს ტელეგრამ არხზე ბორის ფილატოვი.
ფილატოვის თქმით, სარაკეტო იერიში სამედიცინო დაწესებულების იმ ფილიალზე იქნა მიტანილი, სადაც პაციენტებს ფსიქიატრიულ დახმარებას უწევდნენ. მერი ამბობს, რომ იქ სამხედრო ობიექტი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ოკუპანტებმა დნეპრში საავადმყოფო დაბომბეს. დაღუპული 2 ადამიანი და 30-მდე დაშავდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.