საჰაერო იერიშები ღაზის სექტორზე - გარდაცვლილთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა
ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშები გრძელდება.შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა. "ალჯაზირას" ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შორის 64 ბავშვი და 34 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 600-ს აღემატება.
ისრაელის მხარეს 12 გარდაცვლილი ჰყავს. დაშავებული კი 300-მდე პირია.
ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ დრომდე არ შედგა. ორმხრივი საჰაერო თავდასხმები მეათე დღეა გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა , ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი განაგრძობს ოპერაციას, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს.