ბელგოროდში შსს-ს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა - მედია

ბელგოროდში შსს-ს შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მიგრაციის დეპარტამენტის შენობაზე ჩამოაგდო.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.