EU ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანის შეთანხმებას გმობს - ბორელი

ევროკავშირი არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანის შეთანხმებას გმობს - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, შემდგომ სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს.
ბორელი აღნიშნავს, რომ ეს განკარგულება ეწინააღმდეგება არაერთ საერთაშორისო შეთანხმებებს და რუსეთს მათი შესრულებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს ვალდებულებები. ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული ომის თანამონაწილეა", - განაცხადა მან.
25 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. მაშინ, ვლადიმერ პუტინმა თქვა: "3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე".