ოკუპანტებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს - დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
დნიპროში, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
დაშავებულთაგან 13 კვლავ კლინიკაში რჩება, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე სამძებრო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეს, 27 მაისს, დნიპროში გლოვის დღე გამოცხადდა.
26 მაისს ოკუპანტებმა დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.