ოკუპანტებმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონებით შეუტიეს

28.05.23 10:28
ოკუპანტებმა უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონებით შეუტიეს

გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინაზე შაჰიდის დრონებით მასობრივი იერიშები მიიტანეს. მტერი ძირითადად კიევს უტევდა. ამ დრომდე ცნობილი იყო 1 დაღუპულის შესახებ, თუმცა ამ დროისათვის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა გაზრდილია. არიან დაშავებულებიც. 

მტრის სამიზნე ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში და უფრო მეტად კიევის ოლქში სამხედრო ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. დრონების უკეტესობა განადგურებულია, - აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალები.