ვაგნერის მებრძოლები ბახმუტს ტოვებენ

28.05.23 10:42
ვაგნერის მებრძოლები ბახმუტს ტოვებენ

ვაგნერის მებრძოლები ბახმუტს ტოვებენ. ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი დაჯგუფება ქალაქს დატოვებს და გადაჯგუფდება.

უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ  საბრძოლო პოზიციებზე გადაჯგუფებით დაკავებულია რუსული არმიაც.  ოფიცილაურ კიევს აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ეს  ერთგვარი ტაქტიკის ნაწილი იყოს და სამზადისი ახალი იერიშისთვის.

პოლიტიკური ექსპერტი, სოციოლოგი იგორ ეიდმანი კი ფიქრობს, რომ პრიგოჟინი ბახმუტიდან უკრაინელების კონტრშეტევამდე გარბის, რათა საკუთარი თავი და თავისი არმია გადაარჩინოს, შემდეგ კი ეს ფაქტი საკუთარი შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.