თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეები დღეს გადაწყვეტენ, დარჩება პოსტზე კიდევ ერთი ვადით ერდოღანი, თუ ქვეყნის მე-13 პრეზიდენტი ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გახდება.
ხმის მისაცემად 64 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირრებული. საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები ხმის მიცემას 17:00 საათამდე შეძლებენ.