უკრაინის მიპატიჟება ნატოში ომის დასრულების საკვანძო ფაქტორი იქნებოდა - ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნაოში მიპატიჟება ომის დასრულების საკვანძო ფაქტორი იქნება. ამის შესახებ ანრე ერმკამა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.
დიახ, ვფიქრობ, რომ უკრიანის ნატოში მიპატიჟება ომის დასრულების საკვანძო ფაქტორი იქნებოდა. რუსეთი ვერსად წავა, იძულებული იქნება ეს მოცემულობა მიიღოს, იმიტომ, რომ რეალობა მათ შეცვალეს, ეს მათ დაესხნენ თავს უკრიანას, - განაცხადა ერმაკმა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ ომში მყოფი ქვეყნის სურვილია, არამედ ამის საჭიროებას სრულიად მსოფლიო ხედავს.
ევროპა უსაფრთხო მშვიდობას საჭიროებს. უკრაინის გარეშე კი ეს შეუძლებელია, - თქვა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.