"მოიგო 85 მილიონმა ადამიანმა" - თურქეთში არჩევნები ერდოღანის გამარჯვებით დასრულდა

29.05.23 12:12
"მოიგო 85 მილიონმა ადამიანმა" - თურქეთში არჩევნები ერდოღანის გამარჯვებით დასრულდა

თურქეთის “ცესკომ” არჩევნებში გამარჯვებულად ერდოღანი გამოაცხადა. მოქმედმა პრეზიდენტმა ოპოზიციის კანდიდატს ოთხ პროცენტიანი სხვაობით მოუგო.

ერდოღანის მომხრეები გამარჯვებას მთელი ღამე აღნიშნავდნენ. ქუჩებში მოქალაქეები დროშებით და შეძახილებით გადაადგილდებოდნენ. ერდოღანმა მხარდამჭერებს სტამბოლიდან მიმართა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც თურქეთის პრეზიდენტს ახალი ვადით არჩევა მიულოცა, საქართველოს პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა ერდოღანს დიდი მეგობარი უწოდა, მის გამარჯვებას კი დამაჯერებელი.

"მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით, ღმერთმა ქნას ვიყო თქვენი ნდობის ღირსი, როგორც ეს ბოლომ 21 წლის განმავლობაში იყო. 14 და 28 მაისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქეა თუ ასე მოვიქცევით ისევ გავაკეთებთ. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ თურქეთის საუკუნის აშენებას და აღორძინებას. საბედნიეროდ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უპრობლემოდ დასრულდა" - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები