რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია - ჩამოგდებულია 58 საჰაერო სამიზნე

29.05.23 12:23
რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია - ჩამოგდებულია 58 საჰაერო სამიზნე

რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია.  თავდასხმა დილის 05:00 საათამდე გაგრძელდა.  მთავარი სამიზნე დედაქალაქი იყო. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ოკუპანტებმა  დაბომბეს  ვინიცა, დნეპროპეტროვსკი და ოდესაც. ზღვისპირა ქალაქში პორტი დაზიანდა. პუტინის დანაყოფებმა შეტევა განახორციელეს ნიკოლაევზეც.

ამის მიუხედავად,  უკრაინელებმა რუსების სარაკეტო სისტემები, საბრძოლო მასალის საცავი და დრონები  გაანადგურეს. ჩამოგდებულია 58 საჰაერო სამიზნე. 

მსგავსი სიახლეები