"სარკისებური ქმედებებისკენ გვიბიძგებენ" - პუტინი მოსკოვზე იერიშის გამო უკრაინას ემუქრება
რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის გამო უკრაინას დაემუქრა. ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინა ამ ქმეებებით რუსეთის მოქალაქეების დაშინებას ცდილობს. მისი თქმით, მოსკოვზე დრონებით იერიში ტეროტისტული ქმედება იყო.
პასუხად, კიევის რეჟიმმა გადაწყვიტა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები დააშინოს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყას. ეს ტერორისტული ქმედებების მკაფიო ნიშანია. მოსკოვის საჰაერო თავდავცვის სისტემამ დაკმაყოფილებლად იმუშავა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ არის, - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, უკრაინა რუსეთს სარკისებური ქმედებებისკენ უბიძგებს.
ისინი სარკისებური ქმედებებისკენ გვაპროვოცირებენ. ვნახოთ, რას მოვიმოქმედებთ , - განაცხადა პუტინმა.