"ნუ ცრუობთ" - პრიგოჟინმა რუსული პროპაგანდა გააკრიტიკა და უკრაინული არმია შეაქო

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონტზე საკმაოდ კარგ რეზულტატებს აჩვენებენ.
არ არის საჭირო იმის წერა, რომ რუსულმა ტანკმა 500 ნაციონალისტი გაანადგურა და ისინი ყველანი ჩასვრილები გარბოდნენ. საჭიროა, სიატუაციის რეალურად შეფასება, სხვა შემთხვევაში ასეც ვიფიქრებთ, რომ ერთი ტანკით ყველას გავაქცევთ. ეს კი ასე არ არის. სინამდვილეში, უკრიანული არმია კარგად მომზადებულია და კარგს შედეგებს აჩვენებს, - განაცხადა პრიგოჟინმა.