ძლიერი ხანძარი რუსეთში - კრასნოდარში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა

31.05.23 12:42
ძლიერი ხანძარი რუსეთში - კრასნოდარში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა

ძლიერი ხანძარი რუსეთში - კრასნოდარში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა. ოფიციალური მოსკოვი ხანძრის გამომწევ მიზეზად სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევას ასახელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ახლაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უკრაინა ამ შემთხვევასთან კავშირს არ ადასტურებს.