უკრაინა მზადაა იყოს NATO-ში, ჩვენ ველოდებით, როდის იქნება NATO მზად - ზელენსკი მოლდოვაშია

01.06.23 12:22
უკრაინა მზადაა იყოს NATO-ში, ჩვენ ველოდებით, როდის იქნება NATO მზად - ზელენსკი მოლდოვაშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

ზელენკსი თქმით, მისი ქვეყანა მზად არის NATO-ში გაწევრიანდეს. 

"როგორც პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადა, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, შეთანხმებები გაფორმდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროპაში. უკრაინა მზადაა, იყოს ნატო-ს წევრი და ჩვენ ველოდებით, როდის იქნება მზად ნატო ჩვენს მისაღებად. უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვისაც, მათ შორის მოლდოვისთვის, რუსეთისა და მისი აგრესიის გამო უკრაინაში და მისი პოტენციური აგრესიის გამო ევროპის სხვა ნაწილის მიმართ. დღეს ვაპირებ საუბარს პარტნიორებთან ახლა პატრიოტების კოალიციაზე, ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც ასე გვჭირდება. ასევე ვისაუბრებთ ბრძოლის ველზე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და მშვიდობის ფორმულაზე", - თქვა ზელენსკიმ.