უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 484 ბავშვი დაიღუპა, 992 დაშავდა და 19 500-ზე მეტი იძულებით დეპორტირდა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 484 ბავშვი დაიღუპა და 992 დაშავდა და 19 500-ზე მეტი იძულებით დეპორტირდა - ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა.
„გენერალური პროკურატურა აწვდის პროცედურულ მითითებებს ომთან დაკავშირებით ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ 2900-ზე მეტ დანაშაულზე მიმდინარე სამართალწარმოებაზე, მათ შორის: მკვლელობასა და დაზიანებაზე, სექსუალური ძალადობაზე, ბავშვებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებზე, დეპორტაციაზე, იძულებით გადაადგილებასა და გატაცებაზე“ - წერია განცხადებაში.
უწყებისვე ცნობით, გარდა დაღუპულებისა და დაშავებულებისა, დაზიანდა 2500-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 256 კი მთლიანად განადგურდა. უკრაინის გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, რომ რეალური რიცხვები შეიძლება უფრო დიდი იყოს.
„რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის იძულებითი დეპორტაცია განხორციელდა. მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული“ - უკრაინის გენერალური პროკურატურა.