ბაიდენი ისევ წაიქცა - რა სჭირს აშშ-ს პრეზიდენტს?

02.06.23 13:07
ბაიდენი ისევ წაიქცა - რა სჭირს აშშ-ს პრეზიდენტს?

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვერტფრენიდან გადმოსვლისას თავი დაარტყა. შემთხვევა 1 ივნისს იმ დროს მოხდა, როცა ბაიდენი კოლორადოდან ვაშინგტონში დაბრუნდა. ინფორმაციას გამოცემა TASS ავრცელებს.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი საჰაერო ძალების აკადემიის დასრულების ღონისძიებაზე წაბარბაცდა და დაეცა. მაშინ ბაიდენმა თქვა, რომ ფეხი ქვიშის ტომარას წამოჰკრა. 

თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის დირექტორი ბენ ლაბოლტი აცხადებს, რომ დაცემის შემდეგ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.
 

მსგავსი სიახლეები