უკრაინა მზადაა კონტრშეტევისთვის - ზელენსკი

03.06.23 12:33
უკრაინა მზადაა კონტრშეტევისთვის - ზელენსკი

უკრაინა მზადაა კონტრშეტევისთვის - ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას და სარდლობას მტკიცედ სჯერა კონტრშეტევის წარმატების.

„ზუსტად არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება და რა ფასს გადავიხდით. მართალი გითხრათ, სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, სრულიად განსხვავებული. მაგრამ ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება დამატებითი პატრიოტის კომპლექსები, რათა დაიცვას როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე.

მსგავსი სიახლეები