აფეთქებები ყირიმში - ქალაქ ჯანკოის დრონებით შეუტიეს

დროებით ოკუპირებულ ყირიმში გამთენიისას აფეთქებები იყო. რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ ქალაქ ჯანკოიზე იერისები უპილოტო საფრენი აპარატებით გახორციელდა.
ყირიმის საბჭოს ე.წ. ხელმძღვანელის ოლეგ კრუჩკოვი, რომელიც ოდესღაც უკრანელი ჟურნალისტი იყო, აცხადებს, რომ ჯანკოიში დრონი ჩამოაგდეს.
ყირიმში, ჯანკოიში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ. რამდენიმე კერძო სახლში დაზიანებულია მინები,- ამბობს კრუჩკოვი.
უკრაინის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოონრდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკის თქმით, კი ყირიმმა უნდა იგრძნოს, რომ უკრაინაა.
სეზონი გრძელდება. ყირიმმა უნდა იგრძნოს, რომ უკრაინაა. ყველაფერს, რაც დავთესეთ - მოვიმკით, - აღნიშნა მან.