პოლონეთის პრემიერი NATO-ში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების მომხრეა

04.06.23 09:27
პოლონეთის პრემიერი  NATO-ში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების მომხრეა

აუცილებელია, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ და მისი ნატოში გაწევრიანება დავაჩქაროთ, - ამ ინიციატივით პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი გამოვიდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.  

მორავეცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა იქვე თქვა, რომ ასეთ მიდგომას ყველა ქვეყანა არ ეთანხმება.

ამიტომ, ჩვენ გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შევიმუშავოთ მისი ნატოში გაწევრიანების გეგმა. თუმცა, ვიდრეს მოხდება, უკრაინამ უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები უნდა მიიღოს, რადგან ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტსია და ტერიტორიაული მთლიანობისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს და ევროპის სტაბილურობისთვის, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.