ოკუპანტების სისასტიკე - დნეპრში ნანგრევებიდან 2 წლის გოგონას ცხედარი ამოიტანეს

04.06.23 09:48
ოკუპანტების სისასტიკე - დნეპრში ნანგრევებიდან 2 წლის გოგონას ცხედარი ამოიტანეს

დნეპრში აფეთქებებს 2 წლის გოგო ემსხვერპლა. ცხედარი მასველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს. იერიშების შედეგად სულ 22 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 ბავშვია.

ორი ორსართულიანი სახლი, რომელთა შორისაც მტრის რაკეტა ჩავარდა, ნაწილობრივ დაინგრა. ასევე დაზიანებულია 10 კერძო სახლი, ავტომობილი, მაღაზია, გაზსადენები, - იტყობინება დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი. 

ამის გარდა, 4 ივნისის ღამესარტილერიიდა ნიკოპოლს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი ავტომობილი დაიწვა.

დაზიანებულია სამი მარავალსართულიანი სახლი, რესტორანი, ელექტროგადამცემი ხაზები. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა დნეპრი 3 ივნისს დაბოომბეს.