ერდოღანის მმართველობის ახალი 5 წლის ათვლა დაიწყო - თურქეთის პრეზიდენტმა ფიცი დადო

თურქეთის პრეზიდენტმა ფიცი დადო. ერდოღანის მმართველობის ახალი 5 წლის ათვლა დაწყებულია. ახალმა პრეზიდენტმა ანკარის პარლამენტში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე პირობა დადო, რომ დაიცავს ქვეყნის დამოუკიიებლობას და სახელმწიფოს არსებობას.
პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ცერემონია, რომელსაც 78 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 15 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, თურქეთში ჩავიდა სომხეთის ლიდერიც. ნიკოლ ფაშინიანი ინაუგურაციაზე ერევნის სპეციალური წარმომადგენელთან ერთად მივიდა, რომელიც ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების უწყობს ხელს. ანკარაში ჩავიდა იენ სტოლტენბერგიც.