თუ რუსეთს ომის დასრულება ნამდვილად უნდა, უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს - ზელენსკი

თუ რუსეთს ომის დასრულება ნამდვილად უნდა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლათინო-ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
თუ რუსეთს დიპლომატიური გზის არჩევა სურს, მანამდე უნდა დატოვონ აქაურობა, სანამ კიდევ მეტს მოვკლავთ და აქედან ძალით გავიყვანთ. ვფიქრობ, რომ ამათ შორის დიდი განსხვავებაა. დიახ, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შედეგი იგივეა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. მე მჯერა, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია დანაკარგების შემცირება. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მზად რაიმე ტიპის დიალოგისთვის, - თქვა ინტერვიუში ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებიდან სამხედროებს აარ გაიყვანს, ამას უკრაინას ძალისმიერი მეთოდებით გააკეთებს, რადგან უკრაინელი ხალხი გამარჯვების მოსაპოვებლად არ დაიღლება.
დროის ფაქტორი პრობლემას არ წარმოადგენს, დაე, ასე იყოს. ჩვენ გამარჯვების გამო არ ვიღლებით. თუ ძალის გამოყენებით დავამარცხებთ და ჩვენი ტერიტორიებიდან გავლენ, რა ექნებათ ჩვენთვის სათქმელი? რაღა დარჩება სალაპარაკო?, - აღნიშნა ზელენსკიმ.