უკრაინა კონტრშეტევით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს - სალივანი

უკრაინა მოსალოდნელი კონტრშეტევით „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას“ დაიბრუნებს, - ასეთ პროგნოზს აკეთებს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.
ზუსტად რამდენად, რა ტერიტორიაზე მოხდება ეს დამოკიდებულია ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ. მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნა სალივანმა.
ამერიკელი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს,რ ომ ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს, თუმცა ამბობს, რომ მომავალ მოლაპარაკებებზე ძირითადი გავლენა ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებს ექნება.
მაგრამ რასაც ვიტყვი არის ეს: თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ომი საბოლოოდ დიპლომატიის გზით დასრულდება”, - აღნიშნა სალივანმა.