რუსმა სამხედროებმა ვაგნერელებს ცეცხლი გაუხსნეს - პრიგოჟინის ცნობით, ტყვედ რუსი ვიცეპოლკოვნიკი აიყვანეს

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მაისში მისი სამხედროებს რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლის გაუხსნეს. ევგენი პრიგოჟინმა ფაქტის დასტურად ტყვედ აყვანილი რუსეთის ფედერაციის ვიცეპოლოკოვნიკის ჩვენება გამოაქვეყნა.
პრიგოჟინმა გააჯაროა რაპორტი, სადაც ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროები ვაგნერელებს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა ისინი გზის გამნამღველ სამუშაოებს აწარმოებდნენ.
ჯგუფი იძლებული გახდა, განაღმვითი სამუსაოები შეეწყვიტა, რადგან სემიგორიეს დასახლებულ პუნქტში მათ თავდაცვის სამინისტროს პოზიციების მხრიდან ცეცხლის გაუხსნეს, - წერს ევგენი პრიგოჟინი.
ვაგნერის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ რუსი ჯარისკაცების იერიშების შედეგად სატვირთო ავტომობილი დაზიანდა, თავად ვაგნერელები კი გადარჩნენ. პრიგოჟინის თქმით, ასევე ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროების მეთაური, რომელიც მთვრალი იყო.
ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნას თავად ვიცე პოლკოვნიკიც ადასტურებს და ამბობს, რომ ვაგნერელებს ცეცხლი პირადი უარყოფითი დამოკიდებულების გამო გაუხსნა.