უკრაინაში განგაშია - რუსულმა არმიამ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა
უკრაინაში განგაშია - ხერსონის ოლქი დატბორვის საფრთხის წინაშეა. მოვლენების ეპიცენტრი ქალაქის კახოვკაა, სადაც რუსულმა არმიამ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა.
სარაკეტო იერიშის დროს სადგურის კაშხალი დაზიანდა, რამაც დატბოვის დიდი საფრთხე გააჩინა. სახიფათო ტერიტორიებიდან და ქალაქებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დილიდან დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგანგებო თათბირი უკვე ჩანიშნა, ადგილზე კი ახლაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.