ტერორისტები უკრაინას წყლითა და რაკეტებით ვერ შეაჩერებენ - ზელენსკი ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე

06.06.23 10:29
ტერორისტები უკრაინას წყლითა და რაკეტებით ვერ შეაჩერებენ - ზელენსკი ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე

ტერორისტები უკრაინას წყლითა და რაკეტებით ვერ შეაჩერებენ - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.

ზელენსკის თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის ყველა ტერიტორიიდან უნდა განიდევნოს.

"რუსი ტერორისტები - კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განდევნო უკრაინის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით ან სხვა რამით. 

ყველა სერვისი მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გთხოვთ გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში განგაშია - ხერსონის ოლქი დატბორვის საფრთხის წინაშეა. მოვლენების ეპიცენტრი ქალაქის კახოვკაა, სადაც რუსულმა არმიამ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა.

სარაკეტო  იერიშის დროს სადგურის კაშხალი დაზიანდა, რამაც დატბოვის დიდი საფრთხე გააჩინა. სახიფათო ტერიტორიებიდან და ქალაქებიდან  ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დილიდან  დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები