მიგრანტების არალეგალურად გადაყვანა - პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

06.06.23 13:51
მიგრანტების არალეგალურად გადაყვანა - პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

მიგრანტების არალეგალურად გადაყვანა - პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები მიგრანტების არალეგალურად გადაყვანას პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე ცდილობდნენ. 

მედიის ინფორმაციით, ქართველებს გერმანიაში სულ 38 მიგრანტი 4 მანქანის დახმარებით გადაჰყავდათ. 

საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები