ზელენსკიმ წყალდიდობის სარისკო უბნებიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ასევე ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.
ახლა ყველა სამსახური, მათ შორის სამხედრო, ჩართულია ხალხის გადარჩენაში - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომაზე შეთანხმებულ იქნა საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობა, რათა რუსეთს დაეკისროს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე.
შეგახსენებთ, რუსებმა დღეს, 6 ივნისს ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვა ემუქრება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებებს. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.