ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, წყალი კრიტიკულ ნიშნულს 5 საათში მიაღწევს, დატბორვა იქნება - ოფიციალური კიევი
ხერსონის ოლქში მძიმე ვითარებაა. ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ახლა მოქმედება წყალში ჩატოვებულმა ნაღებმა დაიწყეს. ოფიციალური კიევი ვარაუდობს, რომ ჰესის აფეთქება დისტანციურად, წინასწარ ჩამონტაჟებული ნაღმის მეშვეობით მოხდა, კრემლი კი აფეთქებასთან კავშირს უარყოფს. პარალეურად კი წყლის დონე ყოველწუთიერად იმატებს და რამდენიმე ქალაქი სრულად დატბორვის საფრთხის წინაშეა. ტერიტორიიდან ჯერჯერობით მხოლოდ 1000-მდე ადამიანის ევაკუირება მოხერხდა.
გეოგრაფიულად, მარცხენა სანაპირო უფრო დაბლაა, შესაბამისად, ის პირველ რიგში დაიტბორება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტერიტორია მტერმა მჭიდროდ დანაღმა, უკრაინის მხრიდან ფორსირებული მოსალოდნელი შეტევის შესაჩერებლად, ეს საბრძოლო მასალები ამოყვინთვას დაიწყებს და დამატებით საფრთხეებს შექმნის იმავე ჯარებისთვის, რომლებიც იქ არიან ბაზირებული.
როგორც ჩანს, მოსალოდნელი კონტრშეტევის შიშით ნერვიულობის გამო მოუვიდათ. უნდა გვესმოდეს, რომ წყლის დონის მომატება ნაღმებსაც ამოყრის. შესაბამისად, გადაადგილება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. წყლის ტრანსპორტიც კი შესაძლოა აფეთქდეს ასეთ ნაღმებზე. სპეციალისტების შეფასებით, წყალი ასეთი ნაკადით და ძალით გადმოდინების პირობებში, კრიტიკულ ნიშნულს 5 საათში მიაღწევს. არაა საჭირო 5 საათის დალოდება. უნდა გვესმოდეს, რომ დატბორვა იქნება. სწრაფად მოქმედებაა საჭირო".- ამბობენ კიევში.