კახოვკას ჰესის აფეთქება ომის ახალი განზომილებაა - შოლცი

კახოვკას ჰესის აფეთქება ომის ახალი განზომილებაა - ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ხერსონში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შოლცმა ასეთი განცხადება ბერლინში გამართულ ფორუმზე გააკეთა.
მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება „შეესაბამება იმ გზას, რითაც პუტინი ამ ომს აწარმოებს“.
უკრაინული მედია წერს, რომ გერმანიის კანცლერმა თავი აარიდა რუსეთის პირდაპირ დადანაშაულებას, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთის ჩართულობის ნიშნები არსებობს.
„ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ - ფინანსური თვალსაზრისით და ასევე, იარაღის მიწოდებით", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.