კახოვკას კაშხლის განადგურება რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას წარმოადგენს - ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხერსონში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას უწოდებს.
ბორელის თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულად ითვლება.
კახოვკას კაშხლის განადგურება წარმოადგენს რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულად ითვლება.
ჩვენ კონტაქტზე ვართ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად". - წერს ბორელი Twitter-ზე.