კახოვკის კაშხლის აფეთქება - უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი სხდომის ჩანიშვნას ითხოვს

06.06.23 18:58
კახოვკის კაშხლის აფეთქება - უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი სხდომის ჩანიშვნას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო  გაეროს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. საქმე რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის და ჰიდროელეტროსადგურის აფეთქებას ეხება.

უწყება მიიჩნევს, რომ მომხდარი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ტერორისტული აქტია, რომელიც უკრაინელების გენოციდის კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითია. 

სამინისტრო ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ტერაქტი.

ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჰესის კაშხლის აფეთქებას, როგორც ტერორისტულ აქტს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევას.

კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტი ადრე ინტენსიურად განიხილებოდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ძალებისა და რუსული ტელევიზიის პროპაგანდისტების დონეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები