ტრაგედია კახოვკაში - მსოფლიო რუსეთის უმძიმეს დანაშაულს გმობს, "ოცნება" დუმს

06.06.23 20:31
ტრაგედია კახოვკაში - მსოფლიო რუსეთის უმძიმეს დანაშაულს გმობს, "ოცნება" დუმს

ხერსონში მოქალაქეების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. დატბორილი ტერიტორიიდან მაშველებმა 2 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გამოიყვანეს. რუსეთის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ტერორისტული აქტის შედეგად ხერსონის ოლქში უმძიმესი ვითარებაა.   კახოვკის ჰიდროელექტრო სადაგურის აფეთქების შემდეგ,  ამ დრომდე წყალში ჩატოვებულ ნაღმები  ფეთქდება. "კახოვკას ჰესის აფეთქება რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილებაა" - ეს განცხადებები ისმის დღეს მსოფლიო ლიდერების მხრიდან.

 ირაკლი ღარიბაშვილმა კი კახოვკას ტრაგედიაზე საუბარიც კი საკუთარი ინტერესების  გასახმოვანებლად  გამოიყენა  და ისევ მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მთელი ხელისუფლება დატრიალებულ ტრაგედიაზე დუმს. მაშინ, როცა მსოფლიო უკრაინაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებს გმობს, "ოცნების" მთავრობისგან არცერთი  მსგავსი შინაარსის განცხადება არ მოგვისმენია. გამონაკლისი იყო სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები