კახოვკის ჰესის აფეთქება - დატბორილია 2000-მდე სახლი
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად 2000-მდე სახლი უკვე დაიტბორა. ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სახმედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ჩვენი ინფორმაციით წყლის დონე შემდეგი 20 საათის განმავლობაში კიდევ ერთი მეტრით აიწევს. ამღამით დაიტბორა ბელოზერსკის გრომადა, სადაც ჯერ კიდევ გუშინ წყალდიდობა არ იყო, - წერს ტელეგრამ არხზე ალექსანდრ პროკუდინი.
ცნობილია, რომ დღეის მონაცემებით, უკვე ევაკუირებულია 1457 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.