დატბორილი სახლები, ევაკუაცია ნავებით, ავტობუსებით და მატარებლებით - ხერსონის ოლქში ვითარება უმძიმესია

07.06.23 11:27
დატბორილი სახლები, ევაკუაცია ნავებით, ავტობუსებით  და მატარებლებით - ხერსონის ოლქში ვითარება უმძიმესია

ათასობით დატბორილი სახლი, ევაკუაცია ნავებით, ავტობუსებით  და მატარებლებით - ხერსონის ოლქში ვითარება უმძიმესია. რუსეთის მიერ ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შემდეგ წყლის დონე იქ ყოველწუთიერად იმატებს.

დატბორვის საფრთხის წინაშეა კიდევ ათობით ქალაქი. სრულად განადგურებულია და წყლის ქვეშ მოექცა ხერსონის ზოოპარკი და 300 ცხოველი.

ოკუპანტების ტერორისტულ ქმედების შეფასებას უკრაინა ეკოციდის კვალიფიკაციით ითხოვს. 

განახლებული ინფორმაციით, ნოვა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ხერსონის რეგიონში 1 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდ პროკუდინის თქმით, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე 1 800-ზე მეტი სახლი დაიტბორა.

"დატბორვის ინტენსივობა მცირდება, მაგრამ კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყლის დონის მომატება გაგრძელდება", - თქვა პროკუდინმა.

გარდა ამისა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხერსონის ოლქის მთავრობის ხელმძღვანელმა, ანდრეი ალექსეენკომ თქვა, რომ კახოვკის ჰესის აფეთების შედეგად თითქმის მთლიანად დაიტბორა. მისი თქმით, ოლეშკიდან ხალხის ევაკუაციისთვის "სპეციალური მანქანები" იყო საჭირო.

"კომუნიკაციის პრობლემები ასევე ართულებს სიტუაციას." - ამბობს კრემლის მხარდაჭერილმა ოფიციალური პირი.

საკითხზე გუშინ გაეროშიც იმსჯელეს -  გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ ხერსონის ოლქის ტრაგიკული სურათები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ.  დღევანდელი ტრაგედია არის კიდევ ერთი მაგალითი ომის საზარელი ფასისა. ტანჯვის წყალდიდობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. ეს უნდა შეწყდეს. თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს."- თქვა გუტერეშმა.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს

მსგავსი სიახლეები