ჩვენ დავეხმარებით უკრაინას - ჯო ბაიდენი
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.
"ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას" - თქვა მან.
რაც შეეხება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერს, ჯონ კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია "დარწმუნებით ვერ იტყვის", თუ ვინ იყო პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში.