2 დაღუპული და 5 დაჭრილი - სროლა აშშ-ში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე
შეიარაღებულმა პირმა ვირჯინიის შტატში, საშუალო სკოლის დამთავრების ცერემონიაზე ცეცხლი გახსნა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპა, ხოლო ხუთი მძიმედ დაიჭრა.
ქალაქის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ადგილიდან გაცევას ცდილობდნენ მძიმედ დაშავდნენ, მათ შორის 9 წლის გოგონა, რომელსაც ადგილიდან გაქცევის შედეგად მანქანა დაეჯახა.
მძიმეა სროლის შედეგად დაჭრილი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა. ოთხ დაშავებულებს სიცოცხლისთის საშიში ჭრილობები აღენიშნებოდათ.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის პოლიციამ მალევე დააკავა.
არაფერი მაქვს სათქმელი, დავიღალე ხალხის მკვლელობის ყურებით, ჩვენს შვილებს ესვრიან, მთელ საზოგადოებას ვევედრები შეჩერდნენ" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.