რომის პაპი ჰოსპიტალიზებულია
რომის პაპი ფრანცისკე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ 86 წლის ასაკში მყოფ პაპს აღენიშნება განმეორებადი, მტკივნეული და ამასთან გაუარესებული სიმპტომები, რომელიც გამოწვეულია ინკარსერირებული ლაპაროცელით (მუცლის თიაქარი).
"სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა რამდენიმე დღე გაგრძელდება, რათა განხორციელდეს ნორმალური პოსტოპერაციული კურსი და სრული ფუნქციონალური აღდგენა" - ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, პროცედურა მოიცავს ზოგად ანესთეზიას, პროცესის დასრულებამდე პაპი საავადმყოფოში რამდენიმე დღით დარჩება.