რუსეთის ომის დანაშაული - უკრაინა კახოვკას ჰესის აფეთქებაში რუსეთის პასუხისმგებლობას ხედავს

07.06.23 15:26
რუსეთის ომის დანაშაული - უკრაინა კახოვკას ჰესის  აფეთქებაში რუსეთის პასუხისმგებლობას ხედავს

რუსეთის ომის დანაშაული - უკრაინაში ამბობენ, რომ კახოვკას ჰესი რუსებმა ააფეთქეს.  პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ჰესის ასაფეთქებლად, საჭირო იყო ასეფეთქებელი ნივთიერების ჰესის სიღრმეში ჩამონტაჟება, შესაბამისად, ამას უკრაინული არმია ვერ მოახერხებდა, რადგან უკვე 1 წელია უკრაინა ამ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

არის ერთი ნიუანსი, ვინც ცდილობს, რომ თქვას, რომ არც რუსეთია დამნაშავე და არც უკრაინა, უკრაინასთან დაკავშირებით გასაგებია, ჩვენ არ ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიას, მათ კი არ ესმით, როგორ მუშაობს კაშხლის სისტემა. ის რომ ჩამოინგრეს, საჭიროა, თავად კაშხლის სიღრმეში დაინაღმოს 100 და მეტი სიგრძის ადგილები, სექციები, უხეშად რომ ვთქვათ, თითო სექციის გამოტოვებით, იქ 11 სექცია იყო აფეთქებული იმისთვის, რომ წყლის წნევა იმდენად სერიოზული ყოფილიყო დანარჩენი ნაწილები რომ გაეტეხა, - აბობს პოდოლიაკი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები