"ოქტომბერში მსოფლიოს ვაფრთხილებდით, რომ რუსეთი ხელოვნურ კატასტროფას ამზადებდა" - ზელენსკის მრჩეველი

07.06.23 17:08
"ოქტომბერში მსოფლიოს ვაფრთხილებდით, რომ რუსეთი ხელოვნურ კატასტროფას ამზადებდა" - ზელენსკის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი პოდოლიაკი ამბობს, რომ ოქტომბრის თვეში უკრაინა მსოფლიოს ხალხს აფრთხილებდა, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ხელოვნურ კატასტროფაზე. მრჩევლის თქმით უკრაინამ პასუხად დუმილი მიიღო.

"2022 წლის ოქტომბერში, უკრაინა მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ რუსეთი ხელოვნურ კატასტროფას ამზადებდა, კაშხლის წყალსატევები დანაღმული იყო. პასუხად... დუმილი. არანაირი შეშფოთება, არანაირი გაფრთხილება. 2023 წლის ივნისში რუსეთმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქა. არ არის დრო, დასკვნების გამოტანა დავიწყოთ? და იქნებ დროა, გავიაზროთ, ვინ, როდის, რატომ და როგორ გეგმავდა ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას?" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

 

მსგავსი სიახლეები