უკრაინა კახოვკის აფეთქების გამო ჰააგის სასამართლოს მიმართავს - ემზადება თუ არა პუტინი ყირიმიდან გასაქცევად

07.06.23 20:22
უკრაინა კახოვკის აფეთქების გამო ჰააგის სასამართლოს მიმართავს - ემზადება თუ არა პუტინი ყირიმიდან გასაქცევად

უკრაინა კახოვკის ჰეისის აფეთქების გამო ჰააგის სასამართლოს მიმართავს. ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა - ასე გამოეხმაურა მომხდარს პრეზიდენტი ზელენსკი. ემზადება თუ არა პუტინი ყირიმიდან გასაქცევად. სხვა ახსნას სამხედრო ექსპერტები  ჰესის  აფეთქებაში ვერ პოულობენ. კიევში კი ფიქრობენ, რომ ეს იყო პანიკაში მყოფი რუსების გადაწყვეტილებაა, რათა ხერსონზე უკრაინის არმიის შეტევა დროებით შეეჩერებინათ. 

უკვე მეორე დღეა ხერსონის ოლქი სამაშველო ოპერაციის ეპიცენტრია. ამ დროის მონაცემებით 2600 - ზე მეტი სახლი წყლის ქვეშ არის მოქცეული. თუმცა ეს ჯერ დასაწყისია. წყალსაცავი 24 საათში  მთლიანად დაიცლება და ამ დროისთვის  წყლის დონე დატბორილ რეგიონებში მაქსიმუმს მიაღწევს. ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა ყირიმიც. კაშხლის აფეთქების შემდეგ რუსებმა მათ მიერვე ანექსირებული ნახევარკუნძული პრაქტიკულად წყლის და  მოსავლის გარეშე დატოვეს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები