კონტრშეტევა ჯერ არ დაგვიწყია, მისი დაწყება ყველასთვის ცნობილი იქნება - დანილოვი

ოლექსი დანილოვი, რუსი ოფიციალური პირების განცხადებებს უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაწყების შესახებ, უარყოფს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ამბობს, რომ როდესაც უკრაინა კონტრშეტევას დაიწყებს, ეს ყველასთვის ცნობილი იქნება.
"უკრაინას ჯერ არ დაუწყია დაგეგმილი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და მისი დაწყება ყველასთვის ცნობილი იქნება. რუსმა ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივი უკრაინული წარმატება უკრაინის ზოგიერთ სექტორში კონტრშეტევის დაწყებად აღიქვეს.
ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ყველაფრის [კონტრშეტევის] დაიწყებას, ჩვენი სამხედროები გადაწყვეტენ", - თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.