რუსული სისასტიკე - დონეცკის რაიონში რუსებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს
დონეცკის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა 4 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა მოკლეს - უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 4 ბავშვი.
"7 ივნისს, დაახლოებით 19:45 საათზე... თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთელი ოჯახი - ბაბუა, მისი შვილი და 4 წლის შვილიშვილი. 3, 4, 9 და 13 წლის ბავშვებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს" - წერია განცხადებაში
რუსული თავდასხმის შედეგად 2 კერძო სახლი და 14 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა.